პრესრელიზი
12 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
" დუოსი " ბილაინისგან ყველაზე ხელსაყრელ ფასად
[Publicity.Ge]თბილისი, 12 ივლისი, 2011 - თბილისი, 12 ივლისი - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი მომხმარებელს ახალ ყველაზე ხელმისაწვდომ მობილურ ტელეფონს Alcatel OT -355 სთავაზობს. ტელეფონი ორ სიმ ბართიანია საიდანაც მხოლოდ ერთი არის ბილაინის ქსელზე დაბლოკილი, ხოლო მეორე ბარათი ნებისმიერი ოპერატორის შეიძლება რომ გამოიყენოთ.
ტელეფონი აღჭურვილია : 2 მეგაპიქსელიანი კამერით, ვებ კამერით, MP3 პლეიერით , რადიო , მაღვიძარა , თამაშებით.
ტელეფონის საცალო ღირებულებაა 70 ლარი, მისი შეძენა მხოლოდ ბილაინის აბონენტთა მომსახურების და სადილერო ოფისებშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ეს ტელეფონები, ექსკლუზიურად ბილაინის აბონენტებისათვის წარმოდგენილი ტელეფონების ხაზიდან მეორე მოდელია.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ბილაინმა ბაზარზე შემოიტანა ქალებისთვის განკუთვნილი " უნიქალური " ტელეფონები, რომელმაც განსაკუთრებული მოთხოვნა გამოიწვია სატელეფონო ბაზარზე.
"მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ, ბილაინმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა ფრანგული სატელეკომუნიკაციო სივრცის გიგანტ Alcatel -თან. შეთანხმების ფარგლებში იგეგმება ტელეფონების ფართო ასორტიმენტის შეთავაზება ჩვენი აბონენტებისათვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახალი მოდელის შეძენსას, თქვენ გეძლევათ საშუალება იქონიოთ ორი სიმ ბარათი, როგორც ბილაინის ასევე სხვა მობილური ოპერატორების და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი და ხელსაყრელი მომსახურების ფორმა. რაც მთავარია ყველა შეთავაზებული მოდელის ღირებულება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სხვა ტელეფონების ფასს, თუმცა ხარისხი განსაკუთრებით მაღალია. "
თეონა ბაღდავაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი